Wednesday, January 18, 2012
Saturday, January 14, 2012
მარტივი რეცეპტი
ახალი წითელწინწკლებიანი კალმახი გავასუფთაოთ, მოვაშოროთ ლაყუჩები, გავრეცხოთ ცივ წყალში, გავჭრათ სიგრძეზე, მოვაყაროთ მარილი. მუცელი ამოვუვსოთ უმი კვერცხით, კარაქით, კანგაცლილი, თხლად დაჭრილი ლიმონით და ახალი ტარხუნის ნაზავით. მუცელი დავუხუროთ, ზევიდან წავუსვათ არაჟანი და დავდოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე. როდესაც ორივე მხრიდან შეიწვება, მოვათავსოთ ლანგარზე და დავამშვენოთ ოხრახუშის ფოთლებით. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ ბროწეულის წვენი – შეზავებული ახალი ქინძითა და მარილით.
Subscribe to:
Posts (Atom)